Accentnews.ge
აშშ–ის 2021 წლის ფისკალურ ბიუჯეტში დაფინანსება საქართველოსთვისაცაა გათვალისწინებული

აშშ–ის 2021 წლის ფისკალურ ბიუჯეტში დაფინანსება საქართველოსთვისაცაა გათვალისწინებული

11/02/2020 06:30:53 საგარეო პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების 2021 წლის ფისკალურ ბიუჯეტში დაფინანსება საქართველოსთვისაცაა გათვალისწინებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამხედრო დახმარების სახით ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის ბიუჯეტიდან 170 მლნ დოლარი გამოიყოფა.

კანონპროექტში დაფინანსების მიმღებ პრიორიტეტულ ქვეყნებად საქართველოსთან ერთად უკრაინა, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვაცაა დასახელებული.

დოკუმენტის თანახმად, დაფინანსება სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების ხელშეწყობასა და წვრთნებს ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S