ელჩი: "შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას აპაუზებს"
29/10/2024 12:40:41 პოლიტიკა
"შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას აპაუზებს", - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი ანა ლიბერგი სოციალურ პლატოფორმა X-ზე წერს, რომელზეც შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის, ბენჟამინ დოუსას განცხადებას აზიარებს.
მისივე თქმით, შვედეთი მზადაა, კვლავ განაგრძოს საქართველოს მთავრობასთან პირდაპირი თანამშრომლობა, თუ საქართველო დემოკრატიული განვითარებისკენ წავა.
"შვედეთის მხარდაჭერა ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიმართ გაძლიერდა", - წერს დიპლომატი.
ცნობისთვის: შვედეთი საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს. ამის შესახებ განვითარებისა და საგარეო ვაჭრობის მიზნით თანამშრომლობის საკითხთა მინისტრმა ბენჟამინ დოუსმა განაცხადა.


