
ჯაფარიძე – საერთო კანდიდატების წარდგენაზე: "ლელოს" პარტიული გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით არ არსებობს"
11/02/2020 14:58:05 საშინაო პოლიტიკა
"ლელოს" წევრი ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პოლიტიკური მოძრაობა ოპოზიციაში მიმდინარე კონსულტაციებს ყურადღებით აკვირდება და მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების წარდგენის საკითხზე პარტიული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე კონსულტაციებს, თუმცა ამ წუთის მდგომარეობით. ჩვენი გეგმით ვვითარდებით. ამ საკითხთან დაკავშირებით "ლელოს" პარტიული გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით არ არსებობს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის: ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია”, “ევროპული საქართველო”, “გირჩი” და “დემოკრატიული მოძრაობა” მიიჩნევენ, რომ ოპოზიციამ მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთს კონკურენცია არ უნდა გაუწიოს და საერთო კანდიდატებზე შეთანხმდეს.