"ქართულმა ოცნებამ" აშშ-ში ახალი ლობისტური კომპანია დაიქირავა

11-02-2020 22:30:27 პოლიტიკა

"ქართულმა ოცნებამ" აშშ-ში ახალი ლობისტური კომპანია Hogan Lovells დაიქირივა. ხელშეკრულება 30 იანვრით თარიღდება და მას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

კომპანიის მიერ აშშ-ის FARA-ზე ატვირთული წერილი ბიძინა ივანიშვილს მიემართება. გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ კომპანია მმართველ პარტიას აშშ-სთან ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობის განმტკიცებაში უნდა დაეხმაროს.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, კომპანია "ქართულ ოცნებას" ადვოკატირებას გაუწევს აშშ-ის სახელმწიფო თანამდებობის პირებთან და გაუწევს კონსულტაციებს სტრატეგიის შემუშავებაში.

მომსახურების ყოველთვიური საფასური 75 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო ხანგრძლივობა - 2021 წლის იანვრამდეა განსაზღვრული. ჯამში ახალი ლობისტური კომპანიის მომსახურებაში "ქართული ოცნება" 900 ათას დოლარს გადაიხდის.

ცნობისთვის: 2019 წელს საქართველოს მთავრობამ აშშ-ში ლობისტური კომპანიების მომსახურება 2.7 მილიონი დოლარი დაუჯდა.

წყარო: ტაბულა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები