
გუტერეში: ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების რუსეთში გაგზავნა უკრაინაში მიმდინარე ომის ძალიან საშიში ესკალაცია იქნება
04/11/2024 07:03:59 მსოფლიო
გენერალური მდივანი უაღრესად შეშფოთებულია კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების რუსეთის ფედერაციაში გაგზავნის, მათ შორის კონფლიქტის ზონაში მათი შესაძლო განლაგების გამო, - ამბობს გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერი.
მისი განცხადებით, ანტონიო გუტერეში მიიჩნევს, რომ ეს უკრაინაში მიმდინარე ომის ძალიან საშიში ესკალაცია იქნება.
„ყველაფერი უნდა გაკეთდეს კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციის თავიდან ასაცილებლად. გენერალური მდივანი იმეორებს თავის მხარდაჭერას უკრაინაში სამართლიანი, ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მშვიდობისკენ მიმართული ყველა მნიშვნელოვანი ძალისხმევის მიმართ, გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლისა და გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.