კრამერი: „თუ ივანიშვილს კუნთების თამაში აქვს გადაწყვეტილი, დელეგაცია აღარ უნდა გამოაგზავნოს“

12-02-2020 01:56:33 პოლიტიკა

ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს „კუნთების თამაში სურს“, აშშ–ში დელეგაცია აღარ უნდა წარგზავნოს.

„ხელისუფლებამ თავად უნდა იფიქროს სანდოობაზე და დაპრებაზე, რომელიც აქ, ვაშინგტონში დადეს. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ძირი გამოუთხარა თავად ივანიშვილის მიერ დაგეგმილმა ქმედებებმა. თუ მას კუნთების თამაში აქვს გადაწყვეტილი და აღარ ადარდებს, რა რეაქცია ექნება შეერთებულ შტატებს, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე აღარ უნდა ჩამოვიდნენ ვაშინგტონში და „ქართულმა ოცნებამ“ აქ არც დელეგაცია უნდა გამოაგზავნოს“,– განაცხადა მკვლევარმა „ფორმულას“ ეთერში.

მისივე დაკვირვებით, აშშ–ში შეშფოთება მზარდია და ეს სიგნალი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის:

„ალბათ, „ქართულ ოცნებას“ ესმის, რომ საქართველოს უფრო მეტად სჭირდება შეერთებული შტატები, რომელიც მისი დიდი ხნის მხარდამჭერია. დიდი სურვილი მაქვს, ჩემს ქვეყანასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა მჭიდრო იყოს, მაგრამ ივანიშვილის ქმედებები: ოპოზიციის ლიდერთა დაკავება, საპროტესტო აქციების დარბევა, მოსამართლეების დანიშნვა, რაც ბევრ კითხვას აჩენს, ნამდვილად ანადგურებს ამერიკა–საქართველოს ურიერთობას. ვხედავთ სულ უფრო მეტ წერილს და „პოსტს“, სადაც შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს მხარდამჭერი კონგრესმენები. შეშფოთება მზარდია და ეს სიგნალი უნდა იყოს თბილისში, რომ ნამდვილად საგანგაშოა ის, რაც ხდება ქვეყანაში, რომელიც ავტორიტარიზმის ზღვაში დემოკრატიის კუნძული იყო. ვაშინგტონში არსებობს მზარდი შეშფოთება, რომ საქართველო სულ უფრო მეტად მიდის ავტორიტარიზმისკენ და შესაძლოა, ოპოზიციის ლიდერთა დაკავებამ ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინოს მოახლოებულ არჩევნებზე“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები