ბჟანიას დე-ფაქტო პროკურატურამ აფხაზეთში ლუკაშენკოს ქონებით დაინტერესებული გამომძიებელი ჟურნალისტები "სამ ასოზე" გაგზავნა
05/11/2024 15:26:16 კონფლიქტები
აფხაზურმა დე-ფაქტო პროკურატურამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის - ალექსანდრე ლუკაშენკოს ქონებით დაინტერესებული ბელორუსი გამომძიებელი ჟურნალისტები "სამ ასოზე" გაგზავნა.
მსგავსი უკმეხი ფორმით უპასუხა დე-ფაქტო გენპროკურორმა ადგურ აგრბამ "ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის" მიმართვას, რომელშიც გამომძიებელი ჟურნალისტები აფხაზეთში ლუკაშენკოს ინტერესებთან დაკავშირებით რიგი დეტალების დაზუსტებას ითხოვდნენ.
"ალექსანდრე გრიგორის ძე თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ხელმძღვანელია, რომელიც მტკიცედ იცავს საკუთარი ხალხის ინტერესებს და დიდი პატივისცემით სარგებლობს აფხაზეთში. ამდენად, მსგავსი პროვოკაციული მომართვების განმეორების შემთხვევაში მათ ავტორებს დაუყოვნებლივ გავუშვებთ ცნობილ სამასოიან მისამართზე" - განაცხადა აგრბამ.
საქმე კი ეხებოდა "ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის" მიერ 13 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის თანახმად, ლუკაშენოს ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირეს რაიონში, ზღვის სანაპიროზე "მსხვილი საინვესტიციო პროექტის რეალიზების მიზნით" 20 ჰექტარი საუკეთესო მიწა გადაეცა.
ლუკაშენკოს აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" დღემდე არ უღიარებია, თუმცა 2022 წელს თბილისის გვერდის ავლით ჩასული იყო რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში, მოგვიანებით კი მინსკში საპასუხო ვიზიტით დე-ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია მიიღო.