Accentnews.ge
"უგულავას ვერდიქტის გარემოებებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გვაქვს"

"უგულავას ვერდიქტის გარემოებებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გვაქვს"

12/02/2020 07:06:33 საგარეო პოლიტიკა, სამართალი

საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს გიგი უგულავას ვერდიქტის გარემოებებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვს.

"გუშინ მქონდა შესაძლებლობა, სიტუცია ევროკავშირის ელჩებთან ერთად შემეფასებინა. ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული კითხვები ვერდიქტის გარემოებებთან დაკავშირებით. ასევე ვთანხმდებით, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს არ უწყობს იმ ატმოსფეროს, რომელიც საჭიროა არსებული პოლარიზაციის განსამუხტად აუცილებელი პოლიტიკური დიალოგის წინსვლისათვის. ვეცდებით, ვიპოვოთ რაიმე შესაძლებლობა, რათა დიალოგი განახლდეს“, - განაცხადა ჰარცელმა.

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი ჩაიშალა.

აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.

ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S