06-11-2024 13:45:02 ,
„ერთი გასვენება ხალხი ვერ შეუკრებიათ. დადიან აღმა-დაღმა, რას მიედ-მოედებიან თვითონაც არ იციან. მცდელობაა, საკუთარ ამომრჩეველს ანახონ, რომ თითქოს იბრძვიან. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები - ხვალ, ზეგ ყველა პარლამენტში შემოლაგდება!" - თქვა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ოპოზიციონერი ლიდერების მიერ ორგანიზებულ აქციებთან დაკავშირებით.
ამ წუთებში აქცია სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარეობს.
ოპოზიცია არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს, აცხადებს, რომ არ მისცემს ლეგიტიმაციას პარლამენტში შესვლით "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას და ახალ არჩევნებს.