06-11-2024 16:56:55 პოლიტიკა ,ანალიზი
დონალდ ტრამპი, რომელიც უბრუნდება აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციას, მილოცვებს იღებს. მათ შორის არიან საქართველოს ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი სახელისუფლებო შტოს ხელმძღვანელები - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თუმცა, კონტექსტის გათვალისწინებით, განსხვავებული მოლოდინებით.
ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში იგრძნობოდა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში უპრეცედენტო დაძაბულობის ფონზე აშშ-ის მიერ საქართველოსთან ურთიერთობების ტოტალური გადახედვის, რიგი პროგრამების შეჩერების, სანქციების გამოცხადების შემდეგ, რასაც წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულად შეფასებული ნაბიჯები, ანტიდასავლური რიტორიკა, შეთქმულების თეორიები, სახელისუფლებო პარტია ფსონს დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე დებდა და არჩევნების შემდეგ ურთიერთობების „გადატვირთვის“ მოლოდინს თესავდა. ნარატივი კი შემდეგი იყო: ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი დასრულდება (მომავალ წელს), რასაც უკავშირებს „ქართული ოცნება“ დასავლეთის მხრიდან კრიტიკას და „გადაიტვირთება“ ურთიერთობებიც.
იდეას, რომ აშშ-ის არჩევნებით რამე შეიცვლება საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკაში, ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნიაო,- ჯერ კიდევ არჩევნებამდე თქვა საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის საკითხის ირგვლივ ერთიანობაზე მითითებით:
"დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არის ნამდვილი ერთიანობა, აგრეთვე დემოკრატების - ანუ, ბაიდენის ადმინისტრაციასთან შეშფოთებაზე, რაც დაკავშირებულია [საქართველოს] ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებთან. აგვისტოში ჩვენ გვქონდა კონგრესის ორპარტიული, ორპალატიანი დელეგაციის ვიზიტი აქ, დემოკრატი სენატორის - [ჯინ] შაჰინისა და ასევე რესპუბლიკელი კონგრესმენის - ტერნერის ხელმძღვანელობით. მათი გზავნილი მთავრობისთვის იყო, რომ არ არსებობს განსხვავება ჩვენს შეშფოთებას შორის იმ ქმედებებზე, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ. რეალურად, კონგრესში მიმდინარეობს მუშაობა ორპარტიული კანონმდებლობაზე, რომელიც არა მხოლოდ მხარს უჭერს ადმინისტრაციის პოლიტიკას, არამედ რეალურად, მოითხოვს კიდევ უფრო მძლავრ შედეგებს. ასე რომ, იდეას, რომ ჩვენი არჩევნებით რამე შეიცვლება საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაში, ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია".
ქართველი ანალიტიკოსებიც იზიარებენ აშშ-ის ელჩის მოლოდინს და ორ გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას:
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 2 თვეზე მეტი აქვს დარჩენილი და ჩვენთან ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯები სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციას ეხება. ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში გადაწყვეტილებების განგრძობადობა არსებობს ხოლმე - რა ნაბიჯსაც გადადგამს ბაიდენის ადმინისტრაცია, არ ველი, რომ რამენაირად შეიცვლება ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში - განგრძობადობა იქნება“,- დარწმუნებულია ანალიტიკოსი გიორგი მუჩაიძე.
ამასთან, ის მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ე.წ. იზოლაციონისტური პოლიტიკის წარმართვის მოლოდინის კონტექსტში ასევე ტრამპის წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს იხსენებს:
„თუ გადავხედავთ ტრამპის წინა ადმინისტრაციის ქმედებებს, უარყოფითი მოლოდინები, რაც არსებობდა რუსეთთან თანამშრომლობისა და საქართველოს საკითხის ნიველირების კუთხით, არ გამართლდა. ობამას პოლიტიკას თუ შევადარებთ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა:
პომპეო: ჩინეთი და რუსეთი არ არიან საქართველოს მოგებრები
თავდაცვის ყოფილი მინისტრიც, “სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელიც „ქართულ ოცნებაში“ მოზეიმეთა საპასუხოდ კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას:
საგარეო ურთიერთობების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე კი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცვლილებით საქართველოსთვის არაფერი იცვლება, რადგან ქვეყანამ „ობიექტის როლი მოირგო და სუბიექტობას აღარ ესწრაფვის“.
„ანტიამერიკულ ქვეყნებთან ფლირტაობას თუ გავაგრძელებთ, ტრამპს იმაზე მძიმე რეაქცია ექნება, ვიდრე ეს „დემოკრატების“ პირობებში მოხდებოდა! არ გავაგრძელებთ და რაშიც უკვე შეტოპილი გვაქვს, იმაზე პასუხს სხვები მოგვთხოვენ!“,- აჯამებს ფხალაძე.