"აშშ იმედს იტოვებს, რომ საქართველო [ანაკლიის] პორტის პროექტს დაასრულებს" [ვიდეო]

11-06-2019 20:24:13 პოლიტიკა ,ეკონომიკა ,საგარეო პოლიტიკა

"აშშ-ი იმედს იტოვებს, რომ საქართველო პორტის [ანაკლიის] პროექტს დაასრულებს,– განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა  მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე: 

"აშშ-ი იმედს იტოვებს, რომ საქართველო პორტის პროექტს დაასრულებს. პორტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან, რაც მას თავიდან ააცილებს, გახდეს ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკური ინტერესების მსხვერპლი. ამ მოჩვენებით მეგობრებს გულში საქართველოს საუკეთესო ინტერესები არ აქვთ".


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, 11 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკაში 5-14 ივნისს სხვადასხვა შეხვედრებს მართავს. ის უკვე იმყოფებოდა კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნის პოტენციალზე ისაუბრა.




ახალი ამბები

სხვა სიახლეები