Accentnews.ge
რურუა - გამოკითხვის შემდეგ: ეს იყო ყავაზე მკითხაობა

რურუა - გამოკითხვის შემდეგ: ეს იყო ყავაზე მკითხაობა

06/11/2024 13:38:56 სამართალი

"მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი რურუამ სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ტერორიზმის გარშემო კითხვა არ ყოფილა". სუს-ის მიერ რურუას გამოკითხვაზე დაბარების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.

"ეს იყო ყავაზე მკითხაობა",- შეაჯამა პროცესი რურუამ და განმარტა, რომ გაუთქმელობის შესახებ დოკუმენტზე მოაწერინეს ხელზე, რის გამოც, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

"არანაირი შინაარსი არ ჰქონია კითხვებს, რომელიც გიორგის მისამართით დაისვა. არანაირი კითხვა არ დასმულა გიორგის განხორციელებულ მოქმედებებთან დაკავშირებით. ეს იყო უბრალოდ საცირკო წარმოდგენა, რომ საზოგადოებაზე სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიასაშუალებებით მოახდინონ ზეგავლენა, თითქოს ვიღაცა რაღაცას გეგმავს. აბსტრაქტული კითხვები იყო, ზუსტად ამიტომ ვამბობ, ეს იყო ხელოვნურად შექმნილი პროცესი", - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

"მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურში მოწმის სახით გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს. უწყებაში გამოცხადებაზე მან უარი განაცხადა. როგორც სუს-ში უთხრეს მედიას, რურუა სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი და 323-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს, რაც შეთქმულებასა და ტერორიზმს გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S