06-11-2024 20:50:44 პოლიტიკა
“მაშინ, როდესაც დღეს ყველა თვალი აშშ-სკენ არის მიპყრობილი, არის ქვეყანა, რომელიც ჩვენს ყურადღებას საჭიროებს მეტად, ვიდრე ოდესმე. საქართველო ევროპაა და იმსახურებს არჩევნებში დარღვევების დაუყოვნებლივ და სამართლიან გამოძიებას, რომლებიც საქართველოში გასულ კვირას ჩატარდა!” , - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ცნობისთვის: 3 ევროპარლამენტარი და 18 ქვეყნის საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ევროკავშირის კომისიას და საბჭოს, მათ შორის საქართველოსთვის დაწესებული ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის გადახედვისკენ მოუწოდებენ.
ისინი ასევე, მოუწოდებენ, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს სანქციები დაუწესონ, მათ შორის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.
განცხადების ხელს, მათ შორის ჟიგიმანტას პავილიონისი აწერს.