ევროპარლამენტარი: “მტკიცედ მოვითხოვთ საქართველოს ბოლო არჩევნებში დარღვევების დამოუკიდებლად გამოძიებას"

06-11-2024 21:22:30 პოლიტიკა

“მტკიცედ მოვითხოვთ საქართველოს ბოლო არჩევნებში დარღვევების დამოუკიდებლად გამოძიებას. არ შეგვიძლია საშუალება მივცეთ მანიპულაციას, რომ ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებასა და მათ ევროპულ მისწრაფებებს. სასწორზე მათი მომავლის სამართლიანობაა”, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი (ლატვია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ცნობისთვის: 3 ევროპარლამენტარი და 18 ქვეყნის საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ევროკავშირის კომისიას და საბჭოს, მათ შორის საქართველოსთვის დაწესებული ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის გადახედვისკენ მოუწოდებენ.

ისინი ასევე, მოუწოდებენ, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს სანქციები დაუწესონ, მათ შორის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.

განცხადების ხელს, მათ შორის რიჰარდს კოლსი აწერს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები