Accentnews.ge
ქურდოვანიძე: სააპელაციოში ჩატარებულ ექსპერიმენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა ბიულეტენის მოთავსებისას სხვა წესი გამოიყენეს

ქურდოვანიძე: სააპელაციოში ჩატარებულ ექსპერიმენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა ბიულეტენის მოთავსებისას სხვა წესი გამოიყენეს

07/11/2024 09:54:13 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციი" (საია) დირექტორი ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოში ჩატარებულ ექსპერიმენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა ბიულეტენის მოთავსებისას სხვა წესი გამოიყენეს.

მისი თქმით, "მოლოდინი იმისა, რომ თბილისის სააპელაიო სასამართლო ქუთაისის სააპელაციოსგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას გამოიტანს, არ აქვს".

"თეთრიწყაროს სასამართლომ გააკეთა უნიკალური რამ. მან ადგილზე საკუთარი რწმენისთვის და საზოგადოებისთვის დარწმუნებისთვისაც მიატანინა მხარეს იმ ბიულეტენები და ის ინვენტარი, რაც არჩევნების დღესაა საჭირო და ჩაატარა უნიკალური ექსპერიმენტი და მასში მონაწილეობდნენ თვითონ და დარბაზში მყოფი სხვა ადამიანები და არა სპეციალურად დატრენინგებული ხალხი. მაგრამ ამის შესაცვლელად და დასაძლევად ცესკომ იშუამდგომლა გუშინ, რომ ხელახლა ჩაერტარებინათ ეს ექსპერიმენტი და მასში ჩართული ყოფილიყვნენ ცესკოს სპეციალისტები, რომლებიც თვითონ ატრენინგებენ ადამიანებს, როგორ უნდა მოათავსონ ბიულეტენი და ა.შ. ეს არ იქნებოდა ობიექტური გარდა ამ გარემოებისა იმიტომაც, რომ მათ გამოიყენეს სხვა წესი, სხვა წესით მოათავსეს ბიულეტენი ამ აპარატში, განსხვავებულად იმისა, როგორც ისინი ამომრჩევლებს არჩევნებამდე ასწავლიდნენ. ეს იყო სპეციალურად დადგმული სანახაობა იმისთვის, რომ დაეძლიათ თეთრიწყაროს გადაწყვეტილება და პრაქტიკა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მოლოდინი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო ქუთაისის სააპეაციოსგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, არ გვაქვს", - ამბობს, "ტვ პირველის" ცნობით, ნონა ქურდოვანიძე.

ცოტა ხნის წინ საიამ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ "სააპელაციოს სხდომა ვერ იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებით გარანტირებულ პროცედურულ სამართლიანობას".

ცნობისთვის: სასამართლო რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა.

საია არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის თაობაზე სასამართლოებში დავობს. ერთადერთი სახელმწიფო ორგანო, რომელმაც ხმის ფარულობის დარღვევა დაადგინა, თეთრიწყაროს სასამართლოა. ამჟამად გადაწყვეტილება ცესკოს მიერ არის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული. სასამართლომ 26 საარჩევნო საქმე გააერთიანა და განხილვა სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ დაიწყო. კოლეგიის ერთ-ერთი წევრი დიმიტრი გვრიტიშვილია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ე. წ. სასამართლო კლანის ნაწილად მოიხსენიებენ. დააყენეს მისი აცილების შუამდგომლობა, თუმცა არ დაკმაყოფილდა. განხილვა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S