Accentnews.ge
აქუბარდია: ჟენევაში მკაფიოდ გამოჩნდა, რა საფრთხე შექმნა ივანიშვილმა -  მოსკოვმა გამოიყენა მისი პროპაგანდა

აქუბარდია: ჟენევაში მკაფიოდ გამოჩნდა, რა საფრთხე შექმნა ივანიშვილმა -  მოსკოვმა გამოიყენა მისი პროპაგანდა

08/11/2024 12:08:59 კონფლიქტები, პოლიტიკა

არჩევნებიდან დაახლოებით 10 დღეში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რა დიდი საფრთხე შეუქმნა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიაობას,- ამბობს პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი თეონა აქუბარდია. მას მხედველობაში აქვს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდზე განვითარებული პროცესები, სადაც მოსკოვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაჟღერებული ნარატივები გამოიყენა „არგუმენტად“. კერძოდ, "რუსულმა მხარემ აქცენტი გააკეთა თბილისიდან მომდინარე შემრიგებლური სიგნალების პრაქტიკულ სიბრტყეზე გადაყვანის მნიშვნელობაზე", ასევე "მეორე ფრონტის" საკითხზე და პრაქტიკულ ნაბიჯად მიიჩნევს აფხაზეთისა და ცხინვალის წინააღმდეგ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის იურიდიული ვალდებულების აღებას და მათთან "სახელმწიფო საზღვრების“ დელიმიტაციას. საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ კონფლიქტს მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვარებს და რომ სახელმწიფო საზღვარი რუსეთთან გადის და არა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ღიად არის გამოყენებული ივანიშვილის მიერ საკუთარ სამშობლოზე ომის გადაბრალების და მეორე ფრონტის გახსნის პროპაგანდა, როგორც შესაძლებლობა, დამატებითი ზეწოლის მოსახდენად ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. ამასთან, პირველად ჟენევის ფორმატში რუსეთმა ღიად დააფიქსირა უკმაყოფილება საქართველოს ევროატლანტიკური კურსის კონსტიტუციურ ჩანაწერთან დაკავშირებით“,- ამბობს აქუბარდია და ციტირებს რუსეთის საგარეოს:

„ამ ამოცანების აქტუალობა განაპირობა ოფიციალური თბილისის აღიარებამ, რომ თავად საქართველოში და მის მიღმა არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამუშავებენ გეგმებს რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიოონში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. ასევე რეგულარულად ადასტურებენ საქართველოს კონსტიტუიციურ დებულებებს ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“.

მისი ხედვით, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსკოვმა გამოავლინა უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტუტუციო უმრავლესობის ვერმიღებასთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სწორედ ივანიშვილის მოქმედებების გამოა შეწყვეტილი.

„რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების მარიონეტული რეჟიმების მხრიდან ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანის საკითხზე პედალირებაც, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის ამოცანას-დატოვოს საქართველო დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე და კიდევ მეტად მიიტაცოს ჩვენი სუვერენიტეტი“.

ის მოუწოდებს „ოცნებას“, „უთხრას ხალხს სიმართლე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ილუზიების შექმნის ნაცვლად და ახსნას, რას უპირისპირებს რუსეთის ამ პოლიტიკას საქართველოს უსაფრთხოების და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად მაშინ, როცა საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციის პოლიტიკის შემოქმედი თავად ის არის!“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S