Accentnews.ge
"სასამართლოს გუშაგი": ნოემბერში მოსამართლეები დანამატის სახით ჯამურად ნახევარ მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ

"სასამართლოს გუშაგი": ნოემბერში მოსამართლეები დანამატის სახით ჯამურად ნახევარ მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ

12/11/2024 15:48:12 სამართალი

"სასამართლოს გუშაგის" ცნობით, ნოემბერში მოსამართლეები დანამატის სახით ჯამურად ნახევარ მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ.

ორგანიზაციის ცნობით, "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები ნოემბერში დანამატს მიიღებენ, რომელიც საერთო ჯამში ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს.

მოსამართლეები დანამატის სახით თანამდებობრივი სარგოს 50%-ს მიიღებენ, რაც ჯამში დაახლოებით 685 750 ლარს შეადგენს.

დანამატების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის 11 ნოემბერს მიიღო.

ორგანული კანონის მიხედვით, მოსამართლის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსა და დანამატისგან. რაც შეეხება თანამდებობრივ სარგოს, საერთო სასამართლოების შესახებ ოგრანული კანონის მიხედვით შემდეგია:

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 5 800 ლარი;

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 5 600 ლარი;

სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 5 300 ლარი;

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 5 000 ლარი;

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 4 600 ლარი;

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე – 4 300 ლარი;

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისა, მაგისტრატი მოსამართლე – 4 000 ლარი.

აქედან გამომდინარე, მოსამართლეებისთვის, თანამდებობების მიხედვით, ჯამურად შემდეგი რაოდენობის თანხაა გამოწერილი":

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S