Accentnews.ge
ცხინვალის რეჟიმს ჟენევის დისკუსიების კენიურ ნაირობიში გადატანა სურს

ცხინვალის რეჟიმს ჟენევის დისკუსიების კენიურ ნაირობიში გადატანა სურს

13/11/2024 11:25:45 კონფლიქტები

ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი მსოფლიოს იმ ქალაქებს ასახელებს, სადაც, მისი აზრით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გადატანა შეიძლებოდა. მათ შორისაა ყაზახური ასტანა, ბელორუსული მინსკი და კენიური ნაირობი.

"საუბარია ე.წ. გაერო-ს საქალაქო ცენტრებზე. არის, მაგალითად, ნაირობი კენიაში, არის ასტანა ყაზახეთში... ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ბელორუსული მინსკი იქნებოდა, თუმცა ბელორუსის დედაქალაქი გაერო-ს ქალაქებს შორის არაა" - განაცხადა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ლიდერის ე.წ. სახელმწიფო მრჩეველმა კონსტანტინე კოჩიევმა.

კენიის დედაქალაქ ნაირობიში გაერო-ს ოფისი 1996 წელს ამოქმედდა. იგი აფრიკაში ორგანიზაციის შტაბ-ბინის სტატუსით სარგებლობს და ერთ-ერთია გაერო-ს ოთხი ძირითადი განყოფილებიდან მსოფლიოში ნიუ-იორკის (აშშ), ვენისა (ავსტრია) და ჟენევის (შვეიცარია) ოფისებთან ერთად.

მისივე თქმით, "რუსმა კოლეგებმა უკვე გამართეს კონსულტაციები რიგ დედაქალაქებთან და დისკუსიების გამართვის ახალ ლოკაციასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებებიც არსებობს, თუმცა საკითხის გადასაჭრელად აუცილებელია მონაწილეთა სრული კონსენსუსი, ამ ეტაპზე კი საერთაშორისო ფორმატისთვის ადგილის შეცვლაზე თანხმობა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის, რუსეთისა და აფხაზეთის მხრიდანაა დაფიქსირებული".

"ასეა თუ ისე, ჩვენ ამ თემის წამოწევას განვაგრძობთ" - დასძინა კოჩიევმა.

ცნობისთვის: 2022 წლიდან რუსული მხარე პერიოდულად აცხადებს, რომ "ჟენევის დისკუსიები გეოპოლიტიკის ტყვეობაშია" და მათ "უფრო ნეიტრალურ ლოკაციაზე" გადატანას მოითხოვს. 2023 წელს, ბელარუსში ვიზიტის შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი ასლან ბჟანია აცხადებდა, რომ მინსკი ამ კუთხით ყველაზე მისაღები ადგილი იქნებოდა. თუმცა ჟენევის დისკუსიების საერთაშორისო მონაწილეები (გაერო, ეუთო, ევროკავშირი) ლოკაციის შეცვლას ეწინააღმდეგებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S