Accentnews.ge
Times: აშშ-ის დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინამ შესაძლოა, ბირთვული ბომბი შექმნას

Times: აშშ-ის დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინამ შესაძლოა, ბირთვული ბომბი შექმნას

14/11/2024 07:27:40 მსოფლიო

უკრაინას შეუძლია შექმნას ელემენტარული ბირთვული ბომბი რამდენიმე თვეში „რუსეთის შესაჩერებლად“, თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარს იტყვის კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე, წერს The Times უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტზე დაყრდნობით. საგაზეთო სტატიას ჰქვია "ზელენსკის ბირთვული ვარიანტი".

როგორც გამოცემა წერს, ქვეყანას პლუტონიუმისგან აშშ-ს მიერ 1945 წელს ნაგასაკიში ჩამოგდებული "Fat Man" ბირთვული ბომბის მსგავსი იარაღის დამზადება სწრაფად შეეძლება.

”მარტივი ატომური ბომბის შექმნა, როგორც ეს გააკეთა შეერთებულმა შტატებმა მანჰეტენის პროექტის ფარგლებში [ამერიკული ბირთვული იარაღის პროგრამის სახელწოდება, რომელიც დაიწყო 1942 წელს], 80 წლის შემდეგ არ იქნება რთული ამოცანა”, - ნათქვამია დოკუმენტში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ომში მონაწილე უკრაინას მოუწევს, დაეყრდნოს პლუტონიუმს, რომელსაც საკუთარი ბირთვული რეაქტორებიდან ამოიღებს, რადგან ურანის გასამდიდრებლად საჭირო დიდი ობიექტების მშენებლობისთვის დრო არ რჩება.

"რეაქტორებში არსებული პლუტონიუმის მოცულობა დაახლოებით 7 ტონასაც შესაძლოა, შეადგენდეს. მასალის ოდენობა საკმარისია რამდენიმე ასეული ქობინის დასამზადებლად". - აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტის ავტორები წერენ, რომ ასეთ ბომბს "Fat Man"-ის სიძლიერის მეათედი ექნებოდა.

"საკმარისი იქნებოდა რუსეთის მთლიანი საჰაერო ბაზის ან კონცენტრირებული სამხედრო, ინდუსტრიული ან ლოგისტიკური ინსტალაციების გასანადგურებლად". - თქვა ანგარიშის ავტორმა ოლექსი იჟაკმა.

განახლება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინა არ ავითარებს და არ აპირებს ასეთი იარაღის შექმნას.

"უკრაინა მჭიდროდ თანამშრომლობს IAEA-სთან და არის სრულიად გამჭვირვალე მისი მონიტორინგისთვის, რაც გამორიცხავს ბირთვული მასალების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას", - ციტირებს უკრაინული პრესა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანს გეორგი ტიხის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S