Accentnews.ge
ბჟანიამ სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური რეისების შესრულების შესახებ განაცხადა

ბჟანიამ სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური რეისების შესრულების შესახებ განაცხადა

15/11/2024 06:18:44 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური რეისების განხორციელების შესახებ განაცხადა.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, პირველი რეისები მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა განხორციელებულიყო.

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური რეისების განხორციელება მიმდინარეობს. ინვესტორმა შეძლო, საკუთარი სახსრებით უზრუნველეყო ობიექტის შეუფერხებელი ენერგომომარაგება. მოიძიეს კვების სარეზერვო წყაროები, შეიძინეს 24 ტრანსფორმატორი, საკუთარი სახსრებით გაჰყავთ ახალი ხაზი, შეაკეთეს ორი ქვესადგური" - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

ცნობისთვის: გასული წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციის პროექტი რუსეთის ყოფილი შს მინისტრის, ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის - რაშიდ ნურგალიევის ვაჟის კომპანია «Инфраструктурное развитие»-ს ჩაჰბარდა.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ აღიარებს, ვინაიდან პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობის პრინციპს. 2006 წელს ორგანიზაციამ აეროპორტს კოდი გაუუქმა და მის შესახებ ინფორმაცია საკუთარი დოკუმენტებიდან ამოიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S