პრეს-სამსახური: ასლან ბჟანია ტამიშში იმყოფება
15/11/2024 20:12:49 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია ამჟამად მშობლიურ სოფელ ტამიშში იმყოფება, - იუწყება მისი პრეს-სამსახური გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის თანახმად, ბჟანია რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იყო გადადისლოცირებული.
მანამდე დე-ფაქტო ლიდერმა მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.
ამის შემდეგ ოპოზიციამ დე-ფაქტო ლიდერს ულტიმატუმი წაუყენა და უახლოესი ერთი საათის განმავლობაში გადადგომა მოსთხოვა.