Accentnews.ge
აფხაზური ოპოზიცია ბჟანიას "რუსეთის ძალოვანი უწყებების დეზინფორმირებაში" ადანაშაულებს

აფხაზური ოპოზიცია ბჟანიას "რუსეთის ძალოვანი უწყებების დეზინფორმირებაში" ადანაშაულებს

15/11/2024 20:14:58 კონფლიქტები

აფხაზური ოპოზიცია დე-ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას "რუსეთის ძალოვანი უწყებების დეზინფორმირებაში" ადანაშაულებს.

"ასლან ბჟანია რუსულ ძალოვან უწყებებს სრულიად აბსურდულ ცნობებს აწვდის, თითქოს პროტესტის მონაწილეები რუსულ სასაზღვრო პუნქტებზე თავდასხმას გეგმავდნენ. მეტი სისულელის მოფიქრებაც კი შეუძლებელია! რუსეთის ფედერაცია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენს ხალხებს კი საუკუნოვანი ძმობა აკავშირებთ. აფხაზეთის არც ერთ მოქალაქეს არ აქვს და ვერც ექნებოდა აზრად ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტორის მიმართ მსგავსი პროვოკაციების მოწყობა! სახალხო პროტესტი მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ბჟანიას პოლიტიკის წინააღმდეგ, ხელისუფლების ყველა პროვოკაციის შემდეგ ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა კი პრეზიდენტის გადადგომაა. ასლან ბჟანია აგონიაში ცდილობს, სავარძელს ნებისმიერი ხერხით ჩაებღაუჭოს. თუმცა ეს უკვე შეუძლებელია - ხალხი ბოლომდე იდგება" - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ადგურ არძინბამ.

თავის მხრივ, ასლან ბჟანიამ, რომელიც, მისი პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მშობლიურ სოფელ ტამიშში იმყოფება, მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს. არადამ მანამდე აფხაზური ტელეგრამ-არხები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ დე-ფაქტო ლიდერი გადადგომას დასთანხმდა და საპასუხოდ ოპოზიციას მხოლოდ ერთ რამეს სთვოდა - დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ამჟმინდელი "ვიცე-პრეზიდენტი" ბადრა გუნბა დანიშნულიყო.

მხარდამჭერებისადმი ბჟანიას ამ მიმართვის შემდეგ ოპოზიციამ, რომლის მხარდამჭერები ე.წ. სამთავრობო შენობების მთელი კომპლექსის კონტროლს აგრძელებენ, მას გადასადგომად ერთსაათიანი ვადა მისცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S