Accentnews.ge
უკრაინაში რუსეთის მხარეს მეძრძოლი ბატალიონის მეთაური სოხუმში ჩავიდა

უკრაინაში რუსეთის მხარეს მეძრძოლი ბატალიონის მეთაური სოხუმში ჩავიდა

17/11/2024 16:09:46 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, უკრაინაში რუსეთის მხარეს მეძრძოლი ბატალიონის „პიატნაშკა“ მეთაური ახრა ავიძბა სოხულში ჩავიდა.

ავიძბამ "ფეისბუქ–ლაივი" ჩართო, რომელშიც ჩანდა ოკუპირებული სოხუმისკენ მიმავალი გზა, თვითონ ავიძბა კადრში არ გამოჩენილა, ავტომობილში ისმოდა სიმღერა „აქ მუშაობს „პიატნაშკა“ ძმებო“.

მოგვიანებით ავიძბამ სოციალურ ქსელში დაწერა სიტყვა „აფსნი“, შემდეგ კი გამოცემა „Газета.ру“-ს კომენტარი მისცა.

„წამოვედი ხალხის მხარდასაჭერად, რადგან სულ გვასწავლიდნენ - სადაც სამზე მეტი აფხაზი დგას, ყოველთვის მიდი და ჰკითხე რა და როგორაა, ამიტომ ჩამოვედი, რომ ჩემს ეთნოსთან ერთად ვიდგე და აღვკვეთო რაიმე ცუდი ამბავი“, - თქვა ავიძბამ.

მისი თქმით, არ აპირებს „აფხაზეთის პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურის წამოყენებას".

„არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ, რადგან ხალხისგან ასეთი ამოცანა არ მიმიღია, რომ ამ სახით წარმოვადგენდე მათ“, - განაცხადა მან.

მესამე დღეა, ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივ ოპოზიციას ე.წ. სამთავრობო კომპლექსი აქვს დაკავებული და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S