Accentnews.ge
აფხაზური ოპოზიცია "სამთავრობო კვარტლის" ღობის დე ფაქტო საზღვარზე გადატანას აპირებს

აფხაზური ოპოზიცია "სამთავრობო კვარტლის" ღობის დე ფაქტო საზღვარზე გადატანას აპირებს

17/11/2024 16:18:51 კონფლიქტები

აფხაზური ოპოზიცია ე.წ. სამთავრობო კვარტლის გარეშემო მოხსნილი ღობის განთავსებას აპირებს დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვარზე. ამის შესახებ ადგილობრივმა ოპოზიციონერმა კან კვარჩიამ განაცხადა.

„ყოველ შემთხვევაში, ჩვენ სასაზღვრო სამსახური გავაფრთხილეთ, თუ საშუალება აქვთ, ყველაფერი ნაზად უნდა შეგროვდეს... ჩვენ ვაპირებთ ოფიციალურად გადავცეთ“, - თქვა კვარჩიამ.

15 ნოემბერს „რუსეთ- აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიკაციის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების ნაწილმა ე.წ. სამთავრობო კვარტლის გარშემო არსებული ღობე მოარღვია, ტერიტორიაზე შეაღწია და დაიკავა ე.წ. პარლამენტისა და დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციის შენობები.

დღეს 17 ნოემბერს კი ოპოზიციის მომხრეებმა დაიწყეს, დე ფაქტო მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ აღმართული ღობის დემონტაჟი.

ასლან ბჟანია დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის მზადყოფნას აცხადებს, მას შემდეგ რაც დემონსტრანტები ე.წ. სამთავრობო კომპლექსს დატოვებენ, აქციის მონაწილეები კი მის უპირობო გადადგომას მოითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S