Accentnews.ge
აფხაზური "საგარეო უწყება" ოპოზიციის ქმედებებს "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად" აფასებს

აფხაზური "საგარეო უწყება" ოპოზიციის ქმედებებს "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად" აფასებს

17/11/2024 18:56:12 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის ქმედებებს "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად" აფასებს და აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენები "ვნებს როგორც რესპუბლიკის იმიჯს, ისე რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებს".

ამასთან, როგორც დე-ფაქტო საგარეო უწყების მიერ დღეს საღამოს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ასლან ბჟანია "ფხაზეთშია და ქვეყნის ხელმძღვანელობას განაგრძობს, მიიღება ყველა ზომა რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებების გამართული ფუნქციონირებისათვის და ყველა უწყება საშტატო რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას".

ცნობისთვის: აფხაზურმა ოპოზიციამ დღეს უარი განაცხადა ასლან ბჟანიას შეთავაზებაზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ და დე-ფაქტო ლიდერს გადასადგომად ვადა 17 ნოემბრის საღამომდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში "დროებითი მთავრობის" ჩამოყალიბებით დაემუქრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S