Accentnews.ge
აფხაზური ტელერადიოკომპანიის შენობასთან სროლა იყო

აფხაზური ტელერადიოკომპანიის შენობასთან სროლა იყო

18/11/2024 07:07:25 კონფლიქტები

ღამით აფხაზური "სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის" შენობასთან სროლა იყო.

დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის ვერსიით, "15 მანქანით ადგილზე მივარდნილმა უცნობ პირთა (სავარაუდოდ, ოპოზიციასთან დაკავშირებულთა) ჯგუფმა ცეცხლი გახსნა იმ სტუდიის სიახლოვეს, რომელშიც თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რითაც დაძაბული ვითარება შექმნა":

"თავდამსხმელთა მიზანს მაუწყებელზე კონტროლის დამყარება წარმოადგენდა. შენობაში მათი შეღწევის თავიდან ასაცილებლად დაცვის სამსახურის თანამშრომლები იძულებულნი შეიქნენ, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლები განეხორციელებინათ. ამ მოქმედებამ ვითარება დაასტაბილურა და კონფლიქტის განვითარება თავიდან იქნა აცილებული".

თავის მხრივ, ოპოზიციური მედია ირწმუნება, რომ ადგილზე არავინ მივარდნილა და კონფლიქტი თავად დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის მოხდა, ასლან ბჟანიას პრეს-სამსახური კი "კიდევ უფრო მატყუარაა, ვიდრე თავად ბჟანია".

ამასთან, ოპოზიციური მედია ტელერადიომაუწყებლის მკვეთრად გამოხატულ პროსახელისუფლებო პოზიციაზე მიუთითებს და წერს, რომ მაუწყებელი "ფაქტობრივად, ბჟანიას ანალიტიკურ შტაბადაა გადაქცეული, რომლის მიზანს მიმდინარე მოვლენების შესახებ მაქსიმალურად დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელება და ბჟანიას მაქსიმალური რეკლამირება წარმოადგენს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S