Accentnews.ge
რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას ჯერ–ჯერობით არ აპირებს

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას ჯერ–ჯერობით არ აპირებს

13/02/2020 09:22:00 საგარეო პოლიტიკა

მარტში პრაღაში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძესა და მის რუს კოლეგას გრიგორი კარასინს შორის დაგეგმილ მორიგ შეხვედრაზე საუბარი მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების განვითარებას შეეხება, თუმცა ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი ჯერ–ჯერობით არ მიდის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კარასინმა განუცხადა.

„მარტში ვისაუბრებთ ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობაზე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება, განვავითაროთ ეს ურთიერთობები რთულ პირობებში, როცა საქართველოში შიდა პოლიტიკური ბრძოლა მიდის და ორ ქვეყანას დიპურთიერთობები არ აქვს“, – განაცხადა კარასინმა.

ამასთან, მისივე თქმით, „აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებში შექმნილი სიტუაციის ირგვლივ დიდი საერთაშორისო "გართულებები" არსებობს“.

„მოლაპარაკებათა მიმდინარეობისას ვგეგმავთ, მშვიდად და კონსტრუქციულ ჭრილში განვიხილოთ, რა სფეროებში შეგვიძლია ურთიერთობების მოგვარება“, – აღნიშნა კარასინმა.

რაც შეეხება უახლოეს მომავალში ავიამიმოსვლის აღდგენას, მისი თქმით, „ეს ფიქრისა და მოლაპარაკებების საკითხია“.

ცნობისთვის: რუსეთმა საქართველოსთან ფრენები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით 8 ივლისს, მას შემდეგ შეწყვიტა, რაც თბილისში რუს დეპუტატ გავრილოვის ინციდენტთან დაკავშირებული მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S