19-11-2024 18:32:23 პოლიტიკა
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით, პარლამენტის 30-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გაგზავნეს 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საკონსტიტუციომ ერთი თვის ვადაში უნდა განიხილოს კონსტიტუციურად ცნობის საკითხი, აქედან გამომდინარე, 25 ან 26 ნოემბერს დაანონსებული პარლამენტის შეკრება იქნება არაკონსტიტუციური.
"საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს პარლამენტის 30-მა წევრმა. ეს იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს სარჩელი წარმოებაში და ერთი თვის ვადაში განიხილონ კონსტიტუციურად ცნობის საკითხი. მეორეს მხრივ ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის სამანდატურო მისიას არ აქვს უფლებამოსილება სიაში შეიყვანოს პოტენციური პარლამენტის წევრები, რადგან სადავო არის გამხდარი 150-ვე პარლამენტის წევრის არჩევის კონსტიტუციურობის საკითხი. აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული შეკრება 25-ში ან 26-ში იქნება არაკონსტიტუციური", - განაცხადა თამარ კორძაიამ.
დღესვე, ამავე საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.