
ერდოღანი თვლის, რომ რუსეთის მიერ ახალი ბირთვული დოქტრინის მიღება NATO-ს ხელმძღვანელობამ უნდა განიხილოს
20/11/2024 05:22:35 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თვლის, რომ რუსეთის მიერ ახალი ბირთვული დოქტრინის მიღება ნატოს ხელმძღვანელობამ უნდა განიხილოს.
„ვფიქრობ, რომ რუსეთის ეს განცხადება, უპირველეს ყოვლისა, არის ჩვეულებრივი იარაღის წინააღმდეგ მიღებული ღონისძიება და ვფიქრობ, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი ნატოს ოფიციალურმა პირებმაც უნდა განიხილონ“, - აღნიშნა ერდოღანმა.
იმავდროულად, ერდოღანი მიიჩნევს, რომ თურქეთმა უნდა დაიცვას ორმხრივი ურთიერთობები უკრაინასა და რუსეთთან:
„ვერ ვიტყვით, რომ ომს, რომელშიც ბირთვული იარაღი გამოიყენება, დადებითი მხარე აქვს. განსაკუთრებით ბოლო დროს უკრაინის მიერ გამოყენებული რაკეტები აჩვენებს, სადამდე მიაღწია ამ ვითარებამ და სადამდე მიაღწევს. ეს რა თქმა უნდა არ არის პოზიტიური განვითარება. როგორც თურქეთი, ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციას ყველა ამ ნეგატივის წინააღმდეგ და ველით ვითარების განვითარებას მშვიდობისკენ“