Accentnews.ge
აშშ არ აპირებს ბირთვული დოქტრინის შეცვლას

აშშ არ აპირებს ბირთვული დოქტრინის შეცვლას

20/11/2024 09:19:01 მსოფლიო

შეერთებული შტატები არ აპირებს შეცვალოს თავისი ბირთვული დოქტრინა რუსულის განახლების საპასუხოდ. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენ არ გაგვკვირვებია რუსეთის განცხადება ბირთვული დოქტრინის განახლების შესახებ. იგი რამდენიმე კვირის განმავლობაში აგზავნიდა შესაბამის სიგნალებს. არ აღმოგვიჩენია რა ცვლილებები რუსეთის ბირთვული ძალების კონფიგურაციაში, ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ შევცვალოთ ჩვენი ბირთვული ძალების კონფიგურაცია ან შევცვალოთ ბირთვული დოქტრინა დღევანდელი რუსული განცხადებების საპასუხოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი კომენტარი გააკეთა პენტაგონის სპიკერმა საბრინა სინგმაც. მან კრემლის განცხადებებს "უპასუხისმგებლო რიტორიკა" უწოდა და დასძინა, რომ შეერთებულ შტატებს "არ აქვს მინიშნება იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება და ჩვენ ვერ ვხედავთ საკუთარი ბირთვული პოზის შეცვლის აუცილებლობას".

პუტინმა რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინა დაამტკიცა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S