20-11-2024 19:44:04 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ვალერი ბგანბა დაინიშნა, - იუწყება აფხაზური მედია.
დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ ხელი მოაწერა ბრძანებულებებს "პრემიერის" თანამდებობიდან ალექსანდრე ანქვაბის გადაყენებისა და მოვალეობის შემსრულებლად ბგანბას დანიშნვის თაობაზე.
როგორც დე-ფაქტო მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, "მინისტრთა კაბინეტის" სხვა წევრები თებერვლისთვის დაგეგმილი "საპრეზიდენტო არჩევნების" ჩატარებამდე მოვალეობის შესრულებას გაარძელებენ.
ცნობისთვის: ვალერი ბგანბა სხვადასხვა დროს იყო დე-ფაქტო პრემიერი, პარლამენტის სპიკერი, 2020 წელს კი "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელი.