მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისთვის ხუთი პირი დააკავეს

21-11-2024 10:48:34

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა. მათ სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი გეგმა, რომლის მიხედვითაც, ისინი ნდობაში შედიოდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან, რომლებსაც ატყუებდნენ, რომ თითქოსდა იყვნენ იტალიაში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომერციული ბანკის თანამშრომლები და არწმუნებდნენ, რომ შესაბამისი ფულადი თანხის გადაცემის შემთხვევაში, ისინი მიიღებდნენ მაღალ საპროცენტო სარგებელს.

გამოძიების მიმდინარე ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული გზით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, მოტყუებით დაეუფლნენ 40-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ თანხას, ჯამში - 620 584 ლარის ოდენობით" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები