Accentnews.ge
ბჟანია: "ჩვენი გუნდი ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, პირადად მე კი გადაწყვეტილებას მოგვიანებით გაცნობებთ"

ბჟანია: "ჩვენი გუნდი ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, პირადად მე კი გადაწყვეტილებას მოგვიანებით გაცნობებთ"

21/11/2024 07:46:32 კონფლიქტები

"ჩვენი გუნდი ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, პირადად მე კი გადაწყვეტილებას მოგვიანებით გაცნობებთ" - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის მიერ ოკუპრებული აფხაზეთის 19 ნოემბერს გადამდგარმა დე-ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ.

ამგვარად, თავდაპირველი პოზიცია თებერვლისთვის დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებში უცილობელი მონაწილეობის შესახებ შეცვლილია და ყოფილი დე-ფაქტო ლიდერი ფიქრობს.

თავად "არჩევნები", წინასწარი ინფორმაციით, 2025 წლის 15 ან 16 თებერვალს გაიმართება.

დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას "საპრეზიდენტო არჩევნებამდე" ბჟანიას გუნდის "ვიცე-პრეზიდენტი" ბადრა გუნბა შეასრულებს. გადამდგარ "პრემიერ" ალექსანდრე ანქვაბის სავარძელი კი დროებით, ასევე "არჩევნებამდე" ოპოზიციონერმა ვალერი ბგანბამ დაიკავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S