Accentnews.ge
ირაკლი ბებუამ შესაძლოა, აფხაზური საპატიმრო 2025 წლის მარტში დატოვოს

ირაკლი ბებუამ შესაძლოა, აფხაზური საპატიმრო 2025 წლის მარტში დატოვოს

21/11/2024 08:53:27 კონფლიქტები

ირაკლი ბებუამ შესაძლოა, აფხაზური საპატიმრო 2025 წლის მარტში დატოვოს. ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" მისმა ნათესავმა თამუნა ბებუამ აცნობა.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ციხის პირობები საკმაოდ მძიმეა, ბებუას პატიმრობის ერთი დღე ორად ეთვლება და მარტისთვის გათავისუფლებაც უწევს.

როგორც თამუნა ბებუა აღნიშნავს, ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, აწუხებს ხერხემლის ტკივილები და ციხეში მისი ვერც გამოკვლევა ხერხდება, ვერც მკურნალობა.

ცნობისთვის: ირაკლი ბებუამ გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში გამოკრულ აფხაზურ დროშას მაშინ წაუკიდა ცეცხლი, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში „აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავი აღინიშნებოდა. 2020 წლის 7 დეკემბერს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბებუა 2020 წლიდან სასჯელს „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით იხდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S