Accentnews.ge
ბჟანია: "ზურაბიშვილი არაა დაინტერესებული, აფხაზური სახელმწიფო შედგეს"

ბჟანია: "ზურაბიშვილი არაა დაინტერესებული, აფხაზური სახელმწიფო შედგეს"

21/11/2024 11:08:56 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გადამდგარი დე-ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ამასწინათ სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ზურაბიშვილი არაა დაინტერესებული, აფხაზური სახელმწიფო შედგეს".

"დიდი ეჭვი მეპარება, ზურაბიშვილი სიმპათიით იყოს განწყობილი აფხაზეთის გინდ ხელისუფლების, გინდ ოპოზიციის მიმართ. ვფიქრობ, იგი ხელმძღვანელობს პრინციპით "რაც უარესი, მით უკეთესი". ამიტომაც მიულოცა [ოპოზიციას - რედ.]. იგი არაა დაინტერესებული იმაში, რომ აფხაზური სახელმწიფო შედგეს - ეს ნათელია და ცალსახა და მე მის მილოცვას სწორედ ასე აღვიქვამ" - განაცხადა მოსკოვის მიერ ღიად მხარდაჭერილმა ბჟანიამ, რომელმაც ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო კამპანიის ფონზე 19 ნოემბერს თანამდებობა დატოვა და ახლა თებერვლისთვის დაგეგმილი ვადამდელი "საპრეზიდენტო არჩევნებისთვის" ემზადება.

15 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთში რუსეთის მიერ ინიცირებული კანონების საწინააღმდეგო აქციებს გამოეხმაურა და "რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები" კატეგორიულად დაგმო. სალომე ზურაბიშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა აფხაზებს, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონში "რუსული კანონმდებლობის დანერგვის მცდელობებს ეწინააღმდეგებიან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S