21-11-2024 18:06:22 საზოგადოება
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც რადენიმე დღეა, უწყვეტად აგრძელებენ პროტესტს, რექტორს - მერაბ ხალვაშს შეხვდნენ და საკუთარი მოთხოვნები პირადად გააცნეს.
როგორც სტუდენტი მათე ცენტერაძე ამბობს, მათ რექტორისგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენების დაგმობა მოითხოვეს.
"შევხვდით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ მერაბ ხალვაშს. მოვითხოვეთ, გააკეთოს განცხადება უნივერსიტეტმა, დაგმოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ფაქტი და თქვას, რომ უნივერსიტეტი არ არის სპეცდანიშნულების რაზმების ადგილი და უნივერსიტეტი არის სტუდენტების. მივეცით ვადა დღის ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ პროტესტის სხვა ფორმებს!",- ამბობს ცენტერაძე.
სტუდენტების ნაწილმა თსუ-ის ეზოში კარვები დადგა