
პუტინმა უკრაინაში რუსების მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოყენება დაადასტურა
21/11/2024 19:05:51 მსოფლიო
კრემლ;ის ლიდერმავლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 21 ნოემბერს რუსეთმა გამოიყენა ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკი".
"21 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე კომბინირებული იერიში მიიტანეს. საბრძოლო მოქმედებების დროს ასევე გამოცადეს ერთ-ერთი უახლესი რუსული საშუალო მანძილის სარაკეტო სისტემა. ამ შემთხვევაში, ბალისტიკური რაკეტა არაბირთვული ჰიპერბგერითი ქობინით". - თქვა პუტინმა მიმართვაში.
პუტინის თქმით, ხსენებული რაკეტა რუსეთმა უკრაინის მხრიდან ამერიკული და ბრიტანული წარმოების იარაღის თავდასხმების საპასუხოდ გამოიყენა.
21 ნოემბრის დილას რუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო იერიშის დროს კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ რაკეტა პირველად გამოიყენა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა იერიშის დროს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა РС-26 "რუბეჟ", შვიდი Х-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა და Х-47М2 "კინჯალის" ტიპის აერობალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. მათივე ცნობით, საჰაერო იერიში ასტრახანის ოლქიდან განხორციელდა.
რაკეტების სამიზნე ქალაქ დნეპრში მდებარე საწარმოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინის საჰაერო ძალებმა, ექვსი ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.