Accentnews.ge
ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი შერაცხადია

ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი შერაცხადია

22/11/2024 13:01:32 სამართალი

ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი შერაცხადია, – იუწყება "ტვ პირველი".

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა 3 ოქტომბერს დაენიშნა.

ცნობისთვის: 37 წლის ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს თავის ბინაში მოკლული ნახეს. მკვლელობაში ბრალდებული 19 სექტემბერს დააკავეს. სასამართლომ მას 20 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბექა ჯაიანს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S