Accentnews.ge
ასლან ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა

ასლან ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა

22/11/2024 16:06:29 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის 19 ნოემბერს გადამდგარმა დე-ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ აფხაზეთი დატოვა.

ამის შესახებ მან რუსულ "ტასს" აცნობა და იქვე განმარტა, რომ რამდენიმე დღეს მოსკოვში გაატარებს.

ცნობისთვის: ბჟანია რუსეთთან საინვესტიციო საქმიანობის შესახებ ე.წ. შეთანხმების ირგვლივ აგორებული საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა. ოპოზიციასთან ამ დაპირისპირებაში ოფიციალური მოსკოვი გამოხატულად მის მხარეს იკავებდა. მეტიც, ბჟანია, რომელიც თებერვლისთვის დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, პრეზიდენტმა პუტინმა ნახევარი წლით ადრე მიიწვია საცხრამაისო ღონისძიებებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S