Accentnews.ge
WHO: კორონავირუსმა შესაძლოა, მსოფლიოში მოსახლეობის 2/3 მოიცვას

WHO: კორონავირუსმა შესაძლოა, მსოფლიოში მოსახლეობის 2/3 მოიცვას

14/02/2020 07:36:11 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მრჩევლის ირა ლონჯინის განცხადებით, კორონავირუსმა (COVID-19) შესაძლოა, მსოფლიოში მოსახლეობის 2/3 მოიცვას.

„შესაძლებელია ვირუსის გავრცელების შენელება კარანტინებით, თუმცა ვიდრე ჩინეთის მთავრობა აღნიშნულ ზომებს მიმართავდა, ვირუსი სხვა ქვეყნებში უკვე გავრცელდა. დაავადების სწრაფი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. ვირუსით ინფიცირებული ყველა ადამიანი ინფექციას გადასცემს ორ ან სამ ადამიანს“, – განაცხადა WHO –ს მრჩევემა.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა 1486-მდე გაიზარდა.

უკანასკნელი მონაცემებით, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით სულ 64,000 ადამიანია ინფიცირებული.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის გარდა, "COVID-19" მსოფლიოს 25–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.

ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.

იხილეთ ასევე: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას სავარაუდოდ, 18 თვე დასჭირდება“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S