Accentnews.ge
პუტინმა ცხინვალთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ ე.წ. კანონის რატიფიცირება მოახდინა

პუტინმა ცხინვალთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ ე.წ. კანონის რატიფიცირება მოახდინა

24/11/2024 13:33:01 კონფლიქტები

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის "სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ" 2023 წლის 23 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

ე.წ. შეთანხმება, რომელიც "სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზეა" მიმართული, "სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდების წესებს" განსაზღვრავს.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, თითოეული ხელმომწერი მხარე მეორეს სამხედრო დანიშნულების პროდუქციას "იმავე მახასიათებლებითა და კომპლექტაციით აწვდის, როგორითაც საკუთარ შეიარაღებულ ძალებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S