Accentnews.ge
"ოცნება": "ლობისტური საქმიანობა აშშ-ში დემოკრატიის ჩვეულებრივი შემადგენელი კომპონენტია, შესაბამისად, ეს მხოლოდ მისასალმებელია"

"ოცნება": "ლობისტური საქმიანობა აშშ-ში დემოკრატიის ჩვეულებრივი შემადგენელი კომპონენტია, შესაბამისად, ეს მხოლოდ მისასალმებელია"

14/02/2020 08:47:03 საგარეო პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, "ქართული ოცნება" ლობისტურ ჯგუფებს არა პარტიული, არამედ სახელწიფოს ინტერესებისთვის ქირაობს“.

„ლობისტური ჯგუფები, რომლებიც ჰყავდა და დღესაც ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“, სახელმწიფოს იმიჯზე და ინტერესებზე კი არ ზრუნავდნენ, ზრუნავდნენ პარტიულ ინტერესებზე. ჩვენ მათთან არა პარტიული ინტერესებისთვის, არამედ, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესებისთვის ვთანამშროლობთ. სახელმწიფოს ბიუჯეტი ხმარდება სახელმწიფოს ინტერესებს. ლობისტური საქმიანობა აშშ-ში დემოკრატიის ჩვეულებრივი შემადგენელი კომპონენტია. შესაბამისად, ეს მხოლოდ მისასალმებელია",-განაცხადა ოხანაშვილმა

ცნობისთვის: გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" აშშ-ში კიდევ ერთი ლობისტური კომპანია დაიქირავა, ხელშეკრულება ძალაშია 2020 წლის 1 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე. საქართველოს მთავრობა DCI Group–ს ბიუჯეტიდან თვეში 33 333 აშშ დოლარს გადაუხდის.

მანამდე საქართველოს მთავრობამ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას Chartwell Strategy Group ხელშეკრულება გაუგრძელა. გასულ წელს საქართველოს მთავრობას კომპანიასთან თანამშრომლობა 780 000 დოლარი დაუჯდა.

როგორც ოპოზიცია აცხადებს, წელს იგივე საქმიანობისთვის საქართველოს მთავრობა ხსენებული კომპანიისთვის ბიუჯეტიდან 900 000 დოლარის გადახდას გეგმავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S