Accentnews.ge
ვახტანგ გომელაური: სადღეისოდ პოლიციის 19 ატაშეს მიერ იფარება 38 სახელმწიფო, "ევროპოლი" და NATO

ვახტანგ გომელაური: სადღეისოდ პოლიციის 19 ატაშეს მიერ იფარება 38 სახელმწიფო, "ევროპოლი" და NATO

26/11/2024 10:29:54 სამართალი

დღეის მდგომარეობით, პოლიციის 19 ატაშეს მიერ იფარება 38 სახელმწიფო და ორი საერთაშორისო ორგანიზაცია – "ევროპოლი" და NATO, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობაზე საუბრისას გომელაურმა აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება.

„მინდა, ვისაუბრო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება. დღეის მდგომარეობით, პოლიციის 19 ატაშეს მიერ იფარება 38 სახელმწიფო და ორი საერთაშორისო ორგანიზაცია – ევროპოლი და ნატო“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S