Accentnews.ge
დემონსტრანტების ნაწილმა მეტროს სადგურ “რუსთაველის“ მიმდებარედ გადაინაცვლა და პროტესტს აგრძელებს

დემონსტრანტების ნაწილმა მეტროს სადგურ “რუსთაველის“ მიმდებარედ გადაინაცვლა და პროტესტს აგრძელებს

02/12/2024 19:13:49 საზოგადოება

თბილისში, რუსეთაველის გამზირზე, პარლამენტთან სამართალდამცველების მიერ აქციის დაშლის შემდეგ დემონსტრანტების ნაწილმა მეტროს სადგურ “რუსთაველის“ მიმდებარედ გადაინაცვლა და პროტესტს აგრძელებს.

2 დეკემბერს – საპროტესტო დემონსტრაციების მე-5 დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინა დღეებთან შედარებით, უფრო ადრე დაიწყო პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლა.

თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ დღეს პოლიციამ გადაწყვიტა "თავიდანვე დაეწყო ღონისძიება და გამოეყენებინა პროპორციული ძალა, რადგან თავიდანვე აგრესიითა და ძალადობით დაიწყო აქცია".

არაერთი ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველებმა გამოყენეს ე.წ. გაზის კაფსულები. არიან დაშავებულები.

დაშლამდე შსს–მ დემონსტრანტები გააფრთხილა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S