
მომიტინგეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა
02/12/2024 19:30:05 საზოგადოება
პარლამენტიდან მეტროს სადგურ “რუსთაველის” მიმართულებით გადაადგილებული მომიტინგეების ნაწილი კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა. დემონსტრანტები ამ დროისთვის სასტუმრო "თბილისი მერიოტთან" იმყოფებიან, მომიტინგეთა ნაწილი ასევე იმყოფება რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ქუჩებზე. აქციის მონაწილეების ნაწილი ასევე რჩება ქაშვეთის ეზოში.
სპეცრაზმი, რომელიც „ცისფერი გალერეის“ მიმდებარედ დგას, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს.
საპასუხოდ აქციის მონაწილეები პიროტექნიკას ისვრიან სპეცრაზმის მიმართულებით.
2 დეკემბერს – საპროტესტო დემონსტრაციების მე-5 დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინა დღეებთან შედარებით, უფრო ადრე დაიწყო პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლა.
თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ დღეს პოლიციამ გადაწყვიტა "თავიდანვე დაეწყო ღონისძიება და გამოეყენებინა პროპორციული ძალა, რადგან თავიდანვე აგრესიითა და ძალადობით დაიწყო აქცია".
არაერთი ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველებმა გამოყენეს ე.წ. გაზის კაფსულები. არიან დაშავებულები.
დაშლამდე შსს–მ დემონსტრანტები გააფრთხილა.