
შსს-ს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 34 პირი დააკავეს
03/12/2024 08:30:29 სამართალი
2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 34 პირი დააკავეს.
ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაა დაკავებული.
ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ გუშინ მიმდინარე აქციის დროს 12-მა სამართალდამცავმა მიიღო დაზიანება.