
შსს პროტესტის ნიშნად კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა
03/12/2024 16:10:26 სამართალი
შსს პროტესტის ნიშნად კიდევ ერთმა თანამშრომელმა გიორგი გოგინაშვილმა დატოვა.
"30 ნოემბერი, 1 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სადაც ვმუშაობ პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორის პოზიციაზე, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს პატაკით, განმათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოს შსს-დან“, - წერს გიორგი გოგინაშვილი სოციალურ ქსელში.