პრეზიდენტი: ძალადობისა და რეპრესიების მეექვსე დღე
03/12/2024 20:41:32 პოლიტიკა
ძალადობისა და რეპრესიების მეექვსე დღე, - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში თბილისის ცენტრში მიმდინარე მოვლენებს - საპოლიციო ძალები შლიან დემონსტრანტებს სპეცსაშუალებების მეშვეობით, დააკავეს რამდენიმე ადამიანი.
„მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ „ომონის“ ძალებმა სასტიკად დაარბიეს. ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი არაპროპორციულად გამოიყენეს, მასობრივი დაკავებები და არასათანადო მოპყრობა.
განათლების სამინისტრო ინფორმატორებისთვის ცხელ ხაზს ხსნის, სასწავლო პროცესის დამრღვევთა შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად, საბჭოთა კავშირი დაბრუნდა?“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების (მათი თქმით, 2028 წლამდე) შეჩერების შესახებ განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით იმართება საპროტესტო აქციები. საპოლიციო ძალებმა არაერთხელ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები - ჭყლის ჭავლი, გაზის კაფსულები, წიწაკის სპრეი; დაფიქსირდა დემონსტრანტების დევნის, მათზე ფიზიკური ძალადობის არაერთი ფაქტი. დაკავებული დემონსტანტები საუფრობენ დაკავების შემდეგ სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობაზე. მათ აღენიშნებათ დაზიანებები, მოტეხილობები. ოფიციალური ინფორმაციით, 3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით დაკავებული იყო 300-მდე ადამიანი.
ექიმი: დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება!


