Accentnews.ge
შსს: ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შსს: ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

04/12/2024 10:04:51 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისა და ქურდობისთვის ნასამართლევი,ლ.ჩ. ნივთის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

"დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დატოვა, მან მზიურის პარკში მდებარევიდეოსამეთვალყურეო კამერები განზრახ დააზიანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს", – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S