
შსს: ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულით არის დაკავებული
04/12/2024 13:31:29 სამართალი
შსს–ს ცნობით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულით არის დაკავებული, – იუწყება "ინტერპრესნიუსი".
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
ცნობისთვის: პოლიცია ოპოზიციური პარტიების ნაწილის ოფისებში ჩხრეკას ატარებს. დააკავეს რამდენიმე პირი.